გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ოთარ შამუგიამ ხანძრების ჩაქრობის პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა

29-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გახშირებულ ხანძრებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ გამორიცხული ნამდვილად არაფერია, მათ შორის, არც დივერსია, თუმცა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.


„ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ მუშაობს დღემდე, მათ შორის, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები,  თავდაცვის ძალები და  ჩვენი სამინისტროს,  ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის  წარმომადგენლები, ადამიანებს,  რომლებიც თავდაუზოგავად  მუშაობდნენ და მუშაობენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად  სწრაფად მომხდარიყო კერების ლიკვიდაცია და ხანძრის ჩაქრობა,  თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.