გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორში, სკოლასთან ახლოს, ხანძარი გაჩნდა

15-06-2018

ცოტა ხნის წინ, გორის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ხიდისთავში ხანძარი ჩააქრეს. საჯარო სკოლასთან, საწვავის მოძველებულ ავზის სიახლოვეს გაჩენილი ცეცხლის სალიკვიდაციოდ ორი ეკიპაჟი გაემგზავრა.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ცეცხლის ჩასაქრობად მხოლოდ ერთი მანქანა დაჭირდათ. შეტყობინების მიხედვით, ხანძრის მასშტაბების გაზრდის საშიშროება არსებობდა: ,,სწორედ, ამის გამო მოვდა ორი ეკიპაჟი," - აცხადებენ ხიდისთავში.

სახანძრო სამსახურში კიდევ ერთი შეტყობინება მიიღეს. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახს ცეცხლი ეკიდა. სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, ორივე კერაზე ხანძრები ლიკვიდრებულია.

qartli.ge