გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო წვრთნებს ატარებს

15-06-2018

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” „ძარცემის“ პოლიგონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბაზის ქვედანაყოფები სამხედრო წვრთნებს ატარებენ.

როგორც რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება, სწავლებაში 2,5 ათასზე მეტი სამხედრო და დაახლოებით, 500 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

წვრთნებში ასევე მონაწილეობენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების დანაყოფები.

„ამგვარი ერთობლივი წვრთნები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, უნარების გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია ოფიცრების სამეთაურო თვისებებისთვის“, – განაცხადეს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა შემდგომში დადებითად აისახება დანაყოფებში პირად შემადგენლობასთან მუშაობისას.

cyc.ge