გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

31-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საკოორდინაციო შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

 

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ვაშლის გადამმუშავებელი საწარმოების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საკოორდინაციო შტაბში 50-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

 

„წელს ველოდებით ვაშლის უხვ მოსავალს, დაახლოებით 120,000 ტონის ფარგლებში, საიდანაც, სავარაუდოდ, 40-50 ათას ტონამდე, არასტანდარტულია და გადამუშავდება. სექტორის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - ამოქმედდა ახალი სახელმწიფო პროგრამა. არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში, იმ საწარმოებს, რომლებიც გადაიხდიან 1კგ ვაშლზე არანაკლებ 24 თეთრს, ჩვენ 10 თეთრის ოდენობით დავეხმარებით. ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფერმერებმა სრულად შეძლონ მიღებული მოსავლის დაბინავება; ამავდროულად, არასტანდარტული ვაშლი არის ნედლეული გადამმუშავებელი სექტორისთვის, რომელიც აწარმოებს პროდუქციას - წვენებს, ხილ-ფაფებს; ამ პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ თანახმად, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2022 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  10 თეთრის  ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

 

გარდა ამისა, არასტანდარტული ვაშლის შეუფერხებლად დაბინავების ხელშეწყობის მიზნით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის  ქვეკომპონენტი  „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველი საწარმოებისთვის“ ამოქმედდა.