გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვლადიმერ ბოჟაძე: სამარცხვინოა, როცა რადიკალურ ოპოზიციას თავი ,,პროდასავლურ ძალად" მოაქვს და ამ დროს არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ წაკითხული და არც ევროსაბჭოს დირექტივების შესახებ სმენიათ რამე

1-09-2022

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ხბოების დაცვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" დამტკიცებას რომ ,,საღლიცინო" თემად გახდი, ესე იგი ხბოზე ნაკლები ტვინი გაქვს და ხბოზე მეტად არ გინდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება!

 

„ძალიან სამარცხვინოა როცა რადიკალურ ოპოზიციას თავი ,,პროდასავლურ ძალად" მოაქვს და ამ დროს არც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ წაკითხული და არც ევროსაბჭოს დირექტივების შესახებ სმენიათ რამე. ,,ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" დამტკიცებას რომ ,,საღლიცინო" თემად გახდი, ესე იგი ხბოზე ნაკლები ტვინი გაქვს და ხბოზე მეტად არ გინდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება! ,,ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს დირექტივის შესაბამისად მომზადდა, დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო ამოქმედების ვადად 2028 წლის პირველი იანვარი.


,,ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული“- წერს ბოჟაძე.