1-09-2022
„ყველაფერს აქვს საზღვარი! ყოჩაღ კახის, გადადგა პირველი ნაბიჯი, უჩივლა ტვ-პირველის ჟუუურნალისტს მაია მამულაშვილს სასამართლოში და 100000 ლარის კომპენსაცია მოითხოვა მორალური ზიანისთვის“- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით იმასაც არ ითვალისწინებდნენ რა ნერვების ფასად უჯდებოდა თითოეულ მათგანს ის ცილისწამება და ბულინგი, რასაც თავს უფლებას აძლევდნენ ეს ვითომ ოპოზიციური ტელევიზიები.
„ესეც ასე! დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ უფრთხილდებოდნენ, თავის თავზე იღებდნენ დარტყმას, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, მაგრამ არ შეიგნეს, არ დააფასეს ხელისუფლების სიჩუმე, იმასაც კი არ ითვალისწინებდნენ ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, რა ნერვების ფასად უჯდებოდა თითოეულ მათგანს ის ცილისწამება და ბულინგი, რასაც თავს უფლებას აძლევდნენ ეს ვითომ ოპოზიციური ტელევიზიები. ხო და დამთავრდა, ყველაფერს აქვს საზღვარი! ყოჩაღ კახის, გადადგა პირველი ნაბიჯი, უჩივლა ტვ-პირველის ჟუუურნალისტს მაია მამულაშვილს სასამართლოში და 100000 ლარის კომპენსაცია მოითხოვა მორალური ზიანისთვის. ვნახოთ რას იზამენ მისი ბოსები, მამულაშვილი ხომ მარიონეტია მათ ხელში. იმედი მაქვს ეს არ იქნება ბოლო!“- წერს ფოჩხუა.