გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია გაბრიჭიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე: ეს მედია-ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ის შემთხვევაა, რომელიც აუცილებლად დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდება და რაც მთავარია ნამდვილი ჟურნალისტიკის ფეიკ-ჟურნალისტებისგან გაწმენდის პირველი ნაბიჯი იქნება

1-09-2022

100000 ლარი და ცილისწამებაზე მკაცრი პასუხის გაცემის მოთხოვნა არამზადების ბოროტი ვნებების ალაგმვის პირველი შემთხვევაა, რაც თავშივე გვაჩვენებს ამ საქმისადმი კახი კალაძისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას სერიოზულ დამოკიდებულებას. ეს ფაქტობრივად იქნება მედია-ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდება, რაც მხოლოდ კახი კალაძის კი არა, უამრავი ადამიანის გამარჯვებაა და რაც მთავარია ნამდვილი ჟურნალისტიკის ფეიკ-ჟურნალისტებისგან გაწმენდის პირველი ნაბიჯი იქნება - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე კახა კალაძის „ტვ პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავის დაწყებას.

 

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა საიდანაც რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას:

 

  1. იყო შემთხვევები, როცა ამ მედია-ტერორისტებისგან დაზარალებული ხალხი ცდილობდა სასამართლოს გზით გაეცა პასუხი იმ შეურაცხყოფაზე, რასაც ეს არამზადები აყენებდნენ, მაგრამ შედეგი არ იყო. არ იყო ამ რამდენიმე წლის წინ დამკვიდრებული "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების" ლოზუნგით შეფუთული განუკითხაობის გამო, რასაც ცილისმწამებლები და ფეიკების გავრცელებაზე ორიენტირებული არამზადები თავიანთი ბოღმიანი სულის დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ. არ იყო იმ რაღაც მატრაკვეცული დამოკიდებულების გამო, როდესაც ხელისუფლების დაზარალებული წარმომადგენლები ან ყოვლად უმაქნის "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" მიმართავდნენ, ან სარჩელში ბოდიშის მოხდას და ერთი ლარის გადახდას ითხოვდნენ.

 

  1. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. „ამას ექნება სისტემური ხასიათი, იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”.

 

  1. დიმიტრი გაბუნია - სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს. 100000 ლარი და ცილისწამებაზე მკაცრი პასუხის გაცემის მოთხოვნა არამზადების ბოროტი ვნებების ალაგმვის პირველი შემთხვევაა, რაც თავშივე გვაჩვენებს ამ საქმისადმი კახი კალაძისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას სერიოზულ დამოკიდებულებას. ეს ფაქტობრივად იქნება მედია-ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ის შემთხვევა, რომელიც აუცილებლად დაზარალებულის გამარჯვებით დასრულდება, რაც მხოლოდ კახი კალაძის კი არა, უამრავი ადამიანის გამარჯვებაა და რაც მთავარია ნამდვილი ჟურნალისტიკის ფეიკ-ჟურნალისტებისგან გაწმენდის პირველი ნაბიჯი იქნება“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.