2-09-2022
ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლი არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკასთან და ევროკავშირთან, ეს არის ჩვენი მთავარი გეზი -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, ძალიან ძლიერი ხალხით და პარტნიორებისა და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომელიც ეხება ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებს და მათ კრიტიკულ ასე ვთქვათ პოლემიკას, რომელიც გამართეს აშშ-ს ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან. მე მინდა შემდეგი ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცანი ამ კრიტიკულ კითხვებსაც, მათ წერილებს. ერთი მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა ადამიანს ამ ქვეყანაში აქვს და ყოველთვის ექნება გამოხატვის თავისუფლება, ეს არის ჩვენი მთავარი კონსტიტუციური უფლება და მთავარი ღირებულება, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური წესრიგის.
მეორე მხრივ, მე მინდა შევახსენო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო და სტაბილურად ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას. მე როგორც პრემიერ-მინისტრი, ჩვენი მთავრობა და მმართველი გუნდი ვართ ვალდებულნი და პასუხისმგებელნი, ჩვენი ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა. ისეთების, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები. საერთოდ, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი სახელმწიფო, ძალიან ძლიერი ხალხი პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის როლი არის შემდეგი, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და ევროკავშირთან - ეს არის ჩვენი მთავარი გეზი,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.