გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულის მკვიდრი, რომელსაც შარდით სახის დაბანა აიძულეს, მომხდარის დეტალებს იხსენებს

18-06-2018

მარნეულის მკვიდრმა, ელჩინ ალახვერდიევმა რომელსაც მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა მოშარდვა და სახის მობანვა აიძულა, დუმილი დაარღვია. იგი მომხდარის დეტალებს „იმედის კვირა“-სთან ექსკლუზიურად იხსენებს.

„თემურ აბაზოვმა ილხამ გულიევს უთხრა მანქანიდან პრეზერვატივი მოეტანა და რაღაცეების გაკეთებას აპირებდნენ. მეორე დღეს გავიგე, რომ ვიდეო სადაც შარდით პირს ვიბან, სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამის გამო თავის მოკვლა გადავწყვიტე, მაგრამ მეზობლებმა ამის საშუალება არ მომცეს.

მინდა რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს.

საღამოს როცა აქციიდან სახლში დავბრუნდი, დამირეკეს და ნაციონალური მოძრაობის ოფისში დამიბარეს, შემდეგ მცემდენენ და მეკითხებოდნენ რატომ გავაკეთე ფეისბუქ ლაივში შეურაცხმყოფელი განცხადებები. მცემდნენ გილხამ გულიევი, რამინ ალახვერდიევი და აზერ სულეიმანოვი. 

თემურ აბაზოვზე ნაწყენი ვიყავი, იმიტომ რომ მას სამსახური ვთხოვე და მან კაბინეტიდან გამომაგდო და დამაგინა მე ბოდიში მოვუხადე მას აქციაზე რაც ვთქვი იმის გამო, მაგრამ მან მიუხედავად ამისა, შემაფურთხა, დამარტყა და დაიწყო გინება“, - ჰყვება ელჩინ ალახვერდიევი . 

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს, სოციალურ ქსელში 13 ივნისს გავრცელდა.

mediamall.ge