გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო ფოჩხუა ღარიბაშვილის განცხადებაზე: სამწუხაროდ, დღესაც მრავლად არიან სხვა ქვეყნების სამსახურში მდგომი ადამიანები, რომლებსაც აგენტი თუ უწოდე შეურაცხყოფად იღებენ, არა და ასეა

2-09-2022

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმიანება.

 

როგორც ფოჩხუა წერს, კაცობრიობის ისტორიაში ყველა ქვეყანას ჰყავდა, ჰყავს და ყოველთვის ეყოლება აგენტები და გამყიდველები.

 

„კაცობრიობის ისტორიაში ყველა ქვეყანას ჰყავდა, ჰყავს და ყოველთვის ეყოლება აგენტები და გამყიდველები. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იმუშავებს ჩემს სამშობლოში სხვა ქვეყნის სასარგებლოდ, აგენტი აგენტია. სამწუხაროდ, დღესაც მრავლად არიან სხვა ქვეყნების სამსახურში მდგომი ადამიანები, რომლებსაც აგენტი თუ უწოდე შეურაცხყოფად იღებენ, არა და ასეა. იმას კი ვერ ხვდებიან, რაც არ უნდა პატრიოტული ლოზუნგებით შეფუთონ თავისი ქმედებები, როცა ხარ აგენტი, შენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებ“ - წერს ფოჩხუა facebook - ზე.