18-06-2018
“ჯორჯიან მანგანეზმა” კომპანიის მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაწყვეტილებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს HOWO -ს ფირმის, დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა შეუძინა. სპეცტექნიკის ძარის ქვეშ განთავსებულია დასუფთავების მბრუნავი მოწყობილობა, რომლითაც ტერიტორია დამატებთი რესურსების გამოყენების გარეშე სუფთავდება.
როგორც „კვირასთან“ საუბარში „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა განაცხადა, კომპანია ყოველთვის მზადაა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ქალაქის მოვლა -პატრონობაში დაეხმაროს.
მისი თქმით, დასუფთავების სპეციალური ტექნიკის შეძენაც სწორედ ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა. „კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ზესტაფონის განვითარებაში. აღნიშნული მანქანის გამოყენებით, ქალაქის დასუფთავება კიდევ უფრო გამარტივდება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
თავის მხრივ, ზესტაფონის მერმა კახაბერ მახათაძემ განაცხადა, რომ “ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივი პარტნიორია ყველა პროგრესულ წამოწყებაში. მერმა კომპანიას მადლობა გადაუხადა.
“ჯორჯიან მანგანეზი” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მუდმივი პარტნიორია ყველა პროგრესულ წამოწყებაში და ამ შემთხვევაშიც, ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდით მათ გვერდში ასე დგომისთვის”, -განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
“ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი ტექნიკის ( HUWO 4X2 Road Sweeping Truck) ღირებულება 103 137, 65 ლარია. აღნიშნული მანქანით ქალაქის დასუფთავება უახლოეს დღეებში დაიწყება.