18-06-2018
რუსეთის შსს -მ ინტერნეტ - თაღლითობაში ბრალდებული ერთი პირი დააკავა. ამ დროისათვის კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ, რომელთა შორის, შესაძლოა აფხაზეთის მცხოვრებლებიც იყვნენ, წერ „აფსნი ლაიფი“.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასობით რუსეთის მოქალაქემ ყალბი ვებგვერდის საშუალებით, „საგზურები“, შეიძინა. თაღლითები ტურისტებს ბიჭვინთასა და ფსოუში შედარებით იაფ დასვენებას სთავაზობდნენ, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აფხაზეთში მოქმედ სასტუმროებში ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
დაზარალებულებმა სოციალურ ქსელებში შექმნეს ჯგუფი და ვებ change.org პეტიცია გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნული პრობლემის განხილვას და მოგვარებას ითხოვდნენ, მას 481 ადამიანი აწერდა ხელს. მოტყუებული რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთის ტურიზმის კავშირმა ათამდე პანსიონატში, სასტუმროსა და გესტ-ჰაუსში გადაანაწილა.
რადიო "ათინათი"