გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რობერტ ფოქსი: ხერსონზე უკრაინის იერიში უფრო სიმბოლურია, ვიდრე სტრატეგიული

5-09-2022

ქალაქი იყო, რომელიც რუსულმა ძალებმა დაიპყრეს სამხრეთ უკრაინაში, 24 თებერვალს დაწყებული შეჭრის შემდეგ. შეიარაღებული ძალების მტკიცე რჩევის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრძანა, 1-ელ სექტემბრამდე მომხდარიყო იერიში ხერსონზე - რუსეთის მიერ დაკავებულ ქალაქზე“, - წერს ავტორი.


ფოქსი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, შეეტიათ ხერსონის მიმართულებით, ნაჩქარევი იყო.


„სამხედრო მრჩევლებმა განაცხადეს, რომ უკრაინას, წარმატების უზრუნველსაყოფად, სჭირდებოდა უფრო სრულად გაწვრთნილი ძალები, ტაქტიკური და სტრატეგიული რეზერვებით. ზელენსკიმ სასწრაფოდ მოქმედება მოითხოვა, რადგან შიშობს, რომ ფრონტზე ჩიხის განცდა ძირს უთხრის მოკავშირეების, განსაკუთრებით ევროკავშირის მხარდაჭერას“, - წერს რობერტ ფოქსი.


როგორც ავტორი აღნიშნავს, უკრაინას ჯერ კიდევ ჰყავს მაღალკვალიფიციური და ძალიან გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფები, თუმცა, სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის რაოდენობით, რუსეთი უპირატესობას ინარჩუნებს.