გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის საიუბილეო ღონისძიება გაიმართება

18-06-2018

არასამთავრობო ორგანიზაცია, " საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის" ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში, 15 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, ბატონი არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ბატონი არქიფო  100 წლის გახდა.არასამთავრობო ორგანიზაცია, " საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის" ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში, 15 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, ბატონი არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ბატონი არქიფო  100 წლის გახდა.
ღონისძიებას დაესწრნენ და იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და ბატონარქიფოს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
ღონისძიებას  ასევე დაესწრნენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საბურთალოს რაიონის სამმართველოსწარმომადგენლი, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური „კავშირის“ თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი თენგიზშუბლაძე, გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია და სხვები.
არქიფო ნამგალაძე ფრონტზე ომის დაწყებისთანავე 21 წლის ასაკში წავიდა. იბრძოდა ქერჩში და დღემდე კარგად ახსოვს ბრძოლის მოვლენები. იყომეტყვიამფრქვევე.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ არქიფო ნამგალაძეს.