გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ერევნიდან ბათუმის მიმართულებით საკურორტო სეზონზე ყოველდღიური სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყო

18-06-2018

საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებისაკენ სომხეთიდან პირველი სამგზავრო-საფირმო მატარებელი „ერევანი-ბათუმი-ერევანი“ გავიდა, რომელიც პირველ ოქტომბრამდე ყოველდღიურად ივლის“, - აღნიშნულია სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GEგთავაზობთ ტიგრან მირზოიანის ავტორობიტ გამოქვეყნებული მასალის შემოკლებულ ვერსიას:


15 ივნისს „სამხრეთკავკასიურ რკინიგზაზე“ მგზავრთა გადაყვანის საზაფხულო სეზონი გაიხსნა. პირველმა საფირმო მატარებელმა, 109 მგზავრით, გეზი საქართველოსაკენ, ბათუმისაკენ აიღო. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „სამხრეთკავკასიურ რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის უფროსმა გაგიკ მოვსესიანმა განაცხადა, საფირმო მატარებელი „სომხეთი“ აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებით და სავსებით პასუხობს სანიტარულ-ჰიგიენურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს. „მატარებელს მთელ მარშრუტზე პოლიციის თანამშრომლები დაჰყვებიან. ასე რომ, მგზავრებს შეუძლიათ თავის სრულიად უსაფრთხოდ იგრძნონ. ბილეთის ფასები ერევნიდან ბათუმამდე, კომფორტის დონის გათვალისწინებით, 9860 დრამიდან 25830 დრამამდე მერყეობს. მაღალი კომფორტის მქონე კუპეები უფასო ინტერნეტითაა უზრუნველყოფილი.


2016 წელს „ერევან-ბათუმ-ერევნის“ საფირმო მატარებლით 43 ათასი მგზავრი იქნა გადაყვანილი, 2017 წელს - 50 ათასამდე. ერევან-გიუმრის მონაკვეთზე მატარებელი საათში 110 კილომეტრით მოძრაობს, შემდეგ კი სისწრაფე საათში 60 კილომეტრამდე მცირდება - რთული რელიეფის გამო, - ნათქვამია სტატიაში.

nsp.ge