პარასკევი, მაისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი UNWTO - ს გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა

6-09-2022

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.


შეხვედრაზე განხილეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის.


დადებითად შეფასდა საქართველოს ტურიზმის სექტორის აღდგენის დინამიკა, რომელიც ერთ-ერთი მაღალია რეგიონში. აღინიშნა, რომ 2022 წლის განვლილ პერიოდში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 20.4%-ით გადააჭარბა და 476.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.


ითქვა, რომ დარგში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები განაპირობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ეფექტიანმა აქტივობებმა პოტენციურ სამიზნე ბაზრებზე.


საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს და ამ მიმართულებით გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერის შესაძლებლობას. ითქვა, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა მხარეებს შორის დარგში განათლების ხარისხის ამაღლების, აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით.