გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში, პაციენტებთან კომუნიკაციისა და COVID-19-ის საწინაააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა

6-09-2022

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პაციენტებთან კომუნიკაციის და COVID-19-ის საწინაააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგს მუნიციპალიტეტში მოქმედი ოჯახის ექიმები და მედდები ესწრებოდნენ.

 

ტრენინგზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტარდება ტრენერებმა ნინო სარიშვილმა, თეონა ქაშიბაძემ და ეკატერინე ფაღავამ ისაუბრეს COVID-19-ით დაავადების რისკებზე, სამედიცინო პერსონალის როლზე ვაქცინაციისადმი ნდობის ამაღლებაში, თანაცხოვრება ვირუსთან ერთად, ვაქცინაცია, ბუსტერ დოზის მიღება და სხვა.

 

ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაცია და დაავადებათა მართვის და კონტროლის ეროვნული ცენტრი.

 

ტრენინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ცენტრისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.