გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჩხოროწყუს საკრებულოს წევრმა ერთ თვეში 4 740 ლარი გამოიმუშავა

18-06-2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარის მოადგილემ, აბელ თოდუამ გასულ წელს საკრებულოში მუშაობის დროს, 01.12-დან 01.01-მდე პერიოდში, ზუსტად ერთ თვეში 4 740 ლარი გამოიმუშავა.

აბელ თოდუას უძრავ ქონებას შეადგენს ქალაქ ფოთში, გეგიძის ქუჩაზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი (73,26კვ.მ), რომლის შესაძენადაც 2009 წელს, 30 000 დოლარი გადაიხადა.

საკრებულოს წევრის უძრავ ქონებაში, ასევე, შედის 4 000 ლარად შეძენილი ბინა (28.97), რომელიც დაბა ჩხოროწყუში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს.

მას, აგრეთვე, მემკვიდრეობით აქვს მიღებული 8 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ქონებრივი დეკლარაცია აბელ თოდუას მოძრავ ქონებაზე ინფორმაციას არ შეიცავს.