6-09-2022
„მიდის უკვე მართლაც შეთანხმებული და ორკესტრირებული კამპანია, საზოგადოებას დააჯერონ, თითქოს მთელი საქართველო მიდის ქვეყნიდან - ვინც ამ განცხადებებს აკეთებდით, მიგრაციის სტატისტიკას იცნობთ? იცით თუ არა, რომ მიგრაციის სტატისტიკაში ერთადერთი დადებითი განსხვავება ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს ფიქსირდება?",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას მიგრაციის შესახებ.
„იცით თუ არა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო ყველაზე მაღალი ემიგრაციის მაჩვენებელი, ყველაზე მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო სწორედ თქვენი მმართველობის დროს? და მაშინ რომ საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი ჰქონოდა, მერწმუნეთ, რომ მართლაც შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში და დღეს თქვენ გყოფნით თავხედობა და გვადანაშაულებთ, რომ თითქოს ხელისუფლება აკეთებს საქმეს, რის გამოც მოქალაქეები მიდიან ამ ქვეყნიდან. გთხოვთ, იქნებ გადაამოწმოთ მიგრაციის სტატისტიკა და შემდეგ გააკეთოთ ასეთი განცხადებები",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.