გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

არჩილ თალაკვაძე ნაცმოძრაობას: სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ - მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს?

6-09-2022

„როდესაც მედია ჯიბეში გყავდათ ჩასმული,  პარლამენტი გქონდათ ერთპარტიული, ადამიანის უფლებებს არღვევდით და მერე ტელევიზიებში ხალხს სხვა რამეს უყვებოდით, საკუთრებას ართმევდით, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ - მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს?",- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს პლენარულ სხდომაზე.
 
„ ნაციონალური მოძრაობა" ჩვენ გვადანაშაულებს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში. მეგობრებო, როდესაც მედია ჯიბეში გყავდათ ჩასმული, როდესაც პარლამენტი გქონდათ ერთპარტიული, როდესაც ადამიანის უფლებებს არღვევდით და მერე ტელევიზიებში სხვა რამეს უყვებოდით ხალხს, საკუთრებას ართმევდით, როდესაც სტრატეგიული ობიექტები რუსებს მიჰყიდეთ, მაგაზე პრორუსული პოლიტიკა რა უნდა არსებობდეს? ამას თქვენ აკეთებდით და ჩვენზე როგორ გიბრუნდებათ ენა, რომ გვადანაშაულებთ პრორუსული პოლიტიკის გატარებაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.