გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე

6-09-2022

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.
 
ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.
 
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე",- აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.