გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოლივერ ვარჰეი: პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა

7-09-2022

ბევრი კანდიდატი ქვეყნის ისტორიას ვაკვირდები და მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური საქართველოსთვის. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა, თუმცა წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღების და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, ეროვნული პრიორიტეტი უნდა იქნას განსაზღვრული, შეთანხმებული და შეჯერებული, არამედ განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით პარლამენტში არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ. 
 
„მეც მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ სფეროდან, რაც მინახავს. ბევრი კანდიდატი ქვეყნის ისტორიას ვაკვირდები და მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური საქართველოსთვის. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა, თუმცა წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღების და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი. ამიტომ, ეროვნული პრიორიტეტი უნდა იქნას განსაზღვრული, შეთანხმებული და შეჯერებული, არამედ განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით პარლამენტში არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ, რომელიც ფუნქციონირებადს ხდის ქვეყანას", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.