ორშაბათი, მაისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
Reuters: აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა

7-09-2022

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, 70%-ით გაიზარდა რუსეთიდან აშშ-სა და ევროკავშირში ფერადი ლითონების, ალუმინის და ნიკელის იმპორტი და 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები სამრეწველო ლითონებს ნაკლებად შეეხო.


უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოსგან დიდი ხანია ითხოვს, რუსეთთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას.


ფერადი ლითონების იმპორტის გაზრდის შესახებ Reuters-ის შეკითხვის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანქციების გაფართოება არ გამორიცხა. სააგენტომ ვერ მიიღო კომენტარი ევროკომისიისგან.როგორც Reuters-ი წერს, დასავლეთი სირთულეებს განიცდის რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მხრივ, რადგან მან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და ნავთობის გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავალი სანქციების შედეგების კომპენსირებაში ეხმარება.



წყარო: "რადიო თავისუფლება"