7-09-2022
„ჩვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციას, სატელეკომუნიკაციო სფერომ შეუფერხებლად და ეფექტიანად უპასუხა. მობილური ინტერნეტის ტრაფიკი 119%-ით, ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება კი 35%-ით გაიზარდა, ლოგიკურიცაა, რომ ამ წელს, უპრეცედენტო მაღალი მობილური ინტერნეტის მომხმარება დაფიქსირდა - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.
პლენარულ სხდომაზე კახა ბექაურს უსმენენ, ის დეპუტატებს საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს წარუდგენს.
ბექაურის განცხადებით, პანდემიის გამო, 2020 წელს, სატელეკომუნიკაციო სფეროს სტრატეგიული მნიშვნელობა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ტემპით განვითარების საჭიროება კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. კომისიის თავმჯომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24 საათიან მექანიზმზე. Sheamotsme.ge ასე ქვია კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილ ვებ გვერდს, რომელიც მომხმარებლებს პროვაიდერი კომპანიის გაკონტროლების საშუალებას აძლევს. ბექაურის თქმით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი სწორედ პარლამენტის რეკომენდაციით შეიქმნა. „მომხმარებლებისთვის პირველად შეიქმნა ინტერნეტის ხარისხის კონტროლის 24 საათიანი მექანიზმი. 2019 წლიდან ამოქმედდა პლატფორმა SHEAMOTSME.GE, დაარსების დღიდან ვებ გვერდს სულ ჰყავდა 630 ათასი ვიზიტორი, ჩატარდა 45 623 ტესტი და კომისიაში შემოვიდა 692 საჩივარი, მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჩივარი დაკმაყოფილებულია“,- განაცხადა კახა ბექაურმა.