გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ

7-09-2022

ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ, პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვაზე - რამდენად სწორია ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ იმის თქმა, რომ არაფერი კეთდება, როცა პროცესი დაწყებულია, სასწორზე დგას სახელმწიფოებრივი საკითხი და ამ პროცესის დისკრედიტაცია ნებისმიერი მხარის მხრიდან საბოლოოდ სახელმწიფოს მომავალზე აისახება.

 

მისი თქმით, ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა. ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.

 

„ესენი არიან უსამშობლო ხალხი, არც სახელმწიფო ადარდებთ და პირიქით, სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას და ხალხს მტრობენ. აქედან გამომდინარე, პირდაპირ არიან დაინტერესებული იმით, რომ არც ევროინტეგრაცია წავიდეს წინ, არც ქვეყანა წავიდეს წინ. ამის უკან რა დგას, ამაზე საზოგადოებასაც შეუძლია მსჯელობა და შეიძლება ჩვენც ვისაუბროთ უფრო ფართოდ, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ისინი საკუთარ ქვეყანას არ ემსახურებიან და პირიქით, დგანან იმ სამსახურში, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მთავარი შემფასებელი არის ქართული საზოგადოება, საზოგადოება ამას ხედავს, აფასებს და ამის შედეგია საბოლოო ჯამში ის, რომ ყველა არჩევნებზე ჩვენ გვაქვს მოსახლეობის ხან 48 ხან 47%-ის მხარდაჭერა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.