ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ვატო შაქარიშვილი: სასწრაფოდ აღიძრას საქმე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მუხლით!

7-09-2022

,,სასწრაფოდ აღიძრას საქმე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მუხლით!” ასე ეხმიანება ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თბილისში გამართულ კონფერენციას.

 

როგორც შაქარიშვილი წერს, გადატრიალების მოწყობის ამაზე მეტი მტკიცებულება ბუნებაში ფიზიკურად ვერ იარსებებს.

 

,,სასწრაფოდ აღიძრას საქმე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მუხლით!!! ქვეყანაში ჩამოსულია ათეულობით უცხოელი, რომლებიც ღიად ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე. ქართული გვარის მქონე, სააკაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი არაქართველი არახამია აცხადებს, რომ ის დაეხმარება ოპოზიციას ძალაუფლების აღებაში! ფიზიკურად ვერ იარსებებს ამაზე მეტი მტკიცებულებები!” - წერს შაქარიშვილი.