გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ბექაური: მედიაკრიტიკას ერთ წელიწადში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა

7-09-2022

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარალმენტში პლენარულ სხდომაზე-კომისიის 2020 წლების ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატებს  მედიაკრიტიკის პლატფორმასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

 

„ზედაპირულად თუ შევხედავთ,  რომელი არხი რამდენჯერ არის გაკრიტიკებული, შესაძლოა  დისბალანსი ნამდვილად დაინახოთ, მაგრამ ეს არ არის სწორი და ჩვენ ასე არ ვითვლით, ხელოვნური ბალანსი არის სწორედ ჟურნალისტური სტანდარტიდან გადახრა.

 

რამდენჯერაც იყო დარღვევა იმდენჯერ გაკრიტიკდა კონკრეტული მედია.  კონკრეტულმა ერთმა ტელევიზიამ თუ დაარღვია პირობითად 100-ჯერ სტანდარტი და იმავე დროის შუალედში მეორე არხმა დაარღვია 10-ჯერ, ვინც 100-ჯერ დაარღვია, ის მეტჯერ იქნება კრიტიკის ობიექტი და ეს ძალიან ბუნებრივია. მეორე კრიტერიუმი არის ის, რომ რაც უფრო რეიტინგულია მედია, მით უფრო მეტად ხვდება მონიტორინგში და იწერება მასზე კრიტიკა.

 

კომისიის თავმჯდომარის ანგარიშის თანახმად ერთწელიწადში  მედიაკრიტიკას 300 ათასი უნიკალური ვიზიტორი და მილიონი მკითხველი ჰყავდა. რაც შეეხება მედიაკრიტიკის საშუალებით ცენზურას რეალობას მოკლებულია ვინაიდან. მედიაკრიტიკას  ცენზურის არც სურვილი და არც  სამართლებრივი მექანიზმი არ გააჩნია, ცენზურაზე საუბარი  გამორიცხულია, ვინაიდან ადგილი აქვს მხოლოდ მედიის  პროფესიულ კრიტიკას“,- განაცხადა კახა ბექაურმა.