შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ლინდა არსენო: საქართველო გვთავაზობს კეთილგანწყობილ ბიზნესგარემოს და ძალიან საინტერესო ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის

7-09-2022

საქართველოში გამართული შეხვედრებისას ცხადი გახდა, რომ საქართველოს აქვს კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო, სწორი ღირებულებები და ძალიან საინტერესო ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა ლინდა არსენომ განაცხადა.საქართველოში გამართული შეხვედრებისას ცხადი გახდა, რომ საქართველოს აქვს კეთილგანწყობილი ბიზნესგარემო, სწორი ღირებულებები და ძალიან საინტერესო ადგილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა ლინდა არსენომ განაცხადა.


სააგენტო „აწარმოე საქართველოში" და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, საქართველოში საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს ე.წ. ლოკაციის კონსულტანტების რამდენიმედღიან გაცნობით ტურს მასპინძლობს.


აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი საინვესტიციო კონსულტანტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.


„განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიჭიერი ადამიანები და ამ ნიჭის მრავალფეროვნება, ადგილმდებარეობის უპირატესობა და ხარჯების ეფექტურობა. ასევე მინდა ავღნიშნო ის უკიდურესად თბილი დახვედრა, რომელიც ჩვენს დელეგაციას ერგო წილად და ამისთვის დიდი მადლობა ორგანიზატორებს", - აღნიშნა ლინდმა არსენომ.