28-11-2017
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 2018 წლის ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. დამტკიცებამდე დე ფაქტო მთავრობას ე.წ. საბიუჯეტო პროექტი დე ფაქტო ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი სერიკოვმა წარუდგინა.
მისი თქმით, 2018 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 9 მრლდ. 500 მლნ. რუბლის ოდენობითაა განსაზღვრული, ხოლო ხარჯვითი – 9 მრლდ. 602 მლნ. რუბლის. შესაბამისად, საბიუჯეტო დეფიციტი 100 მლნ. რუბლის ფარგლებშია დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელთან შედარებით 2018–ში საბიუჯეტო შემოსავლები 656 მლნ რუბლით მცირდება. ამასთან, ე. წ. სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლების წილი შემცირდება 231 მლნ რუბლით. დარჩენილი 424 მლნ–იანი სხვაობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფინანსური დახმარების მოცულობის შემცირებითაა განპირობებული. 2017 წლის ბიუჯეტში კონსოლიდირებული ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 5მლრდ 441 მლნ რუბლით იყო დაგეგმილი, 2018 წელს კი განსაზღვრულია 5მლრდ 209 მლნ რუბლის ოდენობით.
ე. წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 2017 წელთან შედარებით, 589 მლნ. რუბლით, ანუ 5,8 პროცენტით მცირდება. საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაში ლომის წილი აფხაზეთის „სოცილაურ–ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ (რუსუთის ფინანსური დახმარება) მხრიდან დაფინანსების შემცირებაზე მოდის. შედარებისთვის, გასული 2017 წლისთვის პროგრამით განსაზღვრული იყო თანხა 2 მრლდ 96 მლნ რუბლის ოდენობოთ, 2018 წლის საბიუჯეტო ინვესტიციების საპროგნოზო მოცულობა კი 1 მრლდ 620 მლნ რუბლით, ანუ 22%–ით ნაკლების ოდენობითაა განსაზღვრული.
წყარო:Institute of Peace Studies