გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოროზმანის ექსპედიციამ, რომლის გენერალური პარტნიორიც საქართველოს ბანკია, მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენა გააკეთა

8-09-2022

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონეკომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით, ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანში, ადრეული ჰომოს (უძველესი ადამიანის) ქვედა ყბის კბილი, მე 4-ე პრემოლარი აღმოაჩინა.

 

ოროზმანი საქართველოში 1.8 მილიონი წლით დათარიღებული არქეოლოგიური ძეგლია და და ასაკიდან გამომდინარე მსოფლიო მნიშვნელობისაა. ის აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან  ერთად, მსოფლიოში  უძველესი ადამიანის ანუ ადრეული ჰომოს  გავრცელების კერას წარმოადგენს.

 

„ოროზმანის ძეგლზე ჰომინიდის კბილის აღმოჩენასადამიანის ევოლუციისა და უძველესი ჰომინიდების მიერ ევრაზიის კონტინენტის კოლონიზაციის შესწავლისათვისდიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ოროზმანი საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სამეცნიერო რუკაზე.  ოროზმანის ექსპედიცია არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი კერძო და სამეცნიერო სექტორის თანამშრომლობის ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი ექსპედიციის გენერალურ პარტნიორს“,- განაცხადა ოროზმანის ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა, გიორგი ბიძინაშვილმა.

 

“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ  საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, უცხოელ სპეციალისტებისა და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ძალიან მალე მოექცევა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სწორედ შარშან, მკვლევარების ჯგუფმა, ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე, ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა  უკვე გააკეთა. ჩვენ ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანასმსოფლიო რუკაზე მონიშნავს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა,არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

ინფორმაციისთვის, ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა. ექსპედიციის შედეგად აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი და განამარხებული ცხოველები. 2022 წლის არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება, მიკვლეულია მრავალი სახეობის გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები და უძველესი არტეფაქტები.