გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონის მუნიციპალიტეტში ხვალ სახალხო ზეიმი "ონელობა - 2022" გაიმართება

8-09-2022

9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი "ონელობა - 2022" გაიმართება!
ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
ონელობა როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-15 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმართან ერთად, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უმასპინძლებს. დღესასწაულის სტუმრები გაეცნობიან ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
"ონელობა 2022" ტრადიციულ დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდება საპატიო და ღვაწლმოსილი ონელების, 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოება.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილია გალა კონცერტი - "შქმერის მთა გადავიარე... ზურა ბაკურაძე". კონცერტის შემდეგ, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნება ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო.