გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: პროვოკატორმა ელენე ხოშტარიამ და რუბლებით დაფინანსებულმა მისმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოროტი ტყუილების სწრაფი დეზავუირებით მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას აზრი ეკარგება

9-09-2022

რუსეთის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი, ქართულ პოლიტიკაში მუდმივად ლუზერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თითქოს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიამ "იან ერმა", საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, პროვოკატორმა ელენე ხოშტარიამ და რუბლებით დაფინანსებულმა მისმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოროტი ტყუილების სწრაფი დეზავუირებით მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას აზრი ეკარგება.

 

როგორს აბაშიძე აღნიშნავს, ე.წ. ფაქტჩეკერები ამგვარ ბოროტ დეზინფორმაციას არასოდეს იმჩნევენ, რადგან ეს ერთი მავნებელი კლასტერია, რომელიც საქართველოს მტრობს.

 

"რუსეთის სპეცსამსახურების ნომრიანი აგენტი, ქართულ პოლიტიკაში მუდმივად ლუზერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ თითქოს აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიამ "იან ერმა", საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა. პროვოკატორმა ელენე ხოშტარიამ და რუბლებით დაფინანსებულმა მისმა კოლეგებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოროტი ტყუილების სწრაფი დეზავუირებით მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას აზრი ეკარგება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, 4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ “ირან ეარ კარგომ” ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო. აღსანიშნავია, რომ “ირან ეარ კარგო” არ არის სანქცირებული კომპანია და  რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ისე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით. რასაკვირველია, ე.წ ფაქტჩეკერები ამგვარ ბოროტ დეზინფორმაციას არასოდეს იმჩნევენ, რადგან ეს ერთი მავნებელი კლასტერია, რომელიც საქართველოს მტრობს" - წერს აბაშიძე Facebook- ზე.