გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცხინვალის რეჟიმი საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

19-06-2018

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება, რომ „მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს“. ესენი არიან: 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონ დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი. დაკავება მოხდა 15 და 17 ივნისს ცხინვალის რეგიონის სოფლების დისევის და არცევის მიდამოებში.
ინფორმაციის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ ედნარ მსხალაძე იმყოფება აღრიცხვაზე ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, იგი გადაეცა ქართულ მხარეს ჯარიმის გადახდის გარეშე. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი საქმეები სეპარატისტული რეგიონის ე.წ. სასამართლოს გადაეცა.

timer.ge