გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი: საქართველოში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიზნესისთვის ხელსაყრელმა გარემომ

9-09-2022

საქართველოდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, უცხოელ ინვესტორებს მოვუყვები საქართველოში არსებული სარფიანი შეთავაზებების შესახებ, რომელიც არსებობს ცხოვრების მაღალი ხარისხის და ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის ბაზრებთან დიდი სიახლოვის გამო, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა, შონ გოფორტმა განაცხადა.


„წინა კვირიდან ვიმყოფები საქართველოში და ჩემზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანურმა ნიჭმა, შესანიშნავი ხარისხის დაკავშირებადობამ - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ხელმისაწვდომობამ არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის სხვა ნაწილებში და, რა თქმა უნდა, ბიზნესისათვის ხელსაყრელმა გარემომ", - აღნიშნა შონ გოფორტმა.


აშშ-დან, ევროპიდან და აზიიდან საქართველოში მყოფი 13 საინვესტიციო კონსულტანტი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს მართავდა როგორც ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან, ასევე ბიზნესასოციაციებთან, დონორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან. ტურის მიზანია საიტის ლოკატორებისა და მათი კლიენტებისთვის საქართველოს საინვესტიციო ღირებულებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.


საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტებს საქართველოში სააგენტო „აწარმოე საქართველოში" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით მასპინძლობს.