გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრი Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

10-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ვოლფრამ ზენგერ-ვაისს შეხვდა. 


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს. 


ხაზი გაესვა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს. 


აღინიშნა, რომ ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გარემოს პროგნოზირებადობაა და ამ მხრივ, საქართველო საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. 


კომპანია Gebrüder Weiss მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მსოფლიოს 35 ქვეყანაში ახორციელებს.