11-09-2022
,,სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში სამ თანმხლებ პირთან ერთად, გოგაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზე ФСБ-ს საიდუმლო ბაზაზე "ერთი ერთზე" ფორმატში აწარმოებდა რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებებს ვიღაც ზღაპრულ პერსონაჟებთან,” - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილო აღნიშნავს, საინტერესოა სიუჟეტში ჩამოთვლილი იმ ორი ადამიანის პოზიციის მოსმენა, რათა უკეთ გავერკვიოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე.
,,ვინაიდან "შავNOდარას" დღევანდელი სიუჟეტი ეხებოდა "ჩემ" სფეროს, რომელიც ჯერ სააკაშვილმა შებილწა 2004 წელს, ხოლო 2013 წლის შემდეგ უკვე გოგაშვილმა - მინდა ერთი მცირე კომენტარი გავაკეთო. ოპერატიული "კა-გე-ბე-შნიკური" დეზინფორმაციის ოთხი კლასიკური სახეობიდან - დღეს ერთ-ერთი შემოგვთავაზეს: როდესაც "ინფორმაციად" გასაღებულ ეკლექტიკურ ნაზავში, 10% სავარაუდო სიმართლეს, ხოლო 90% სრულ ზღაპარს წარმოადგენს. ჯერ დავინტერესდი იმ 10%-ით, სადაც გოგაშვილი იძულებული იყო საკუთარი თავი გამოეყვანა მთავარ მოქმედ პირად, შემდგომში შემოთავაზებული ზღაპრების სრული დამაჯერებლობისათვის. სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში სამ თანმხლებ პირთან ერთად, გოგაშვილმა უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიაზე ФСБ-ს საიდუმლო ბაზაზე "ერთი ერთზე" ფორმატში აწარმოებდა რაღაც საიდუმლო მოლაპარაკებებს ვიღაც ზღაპრულ პერსონაჟებთან.
თუ ეს შეხვედრა მართლაც შედგა - იმასაც შეგახსენებთ, რომ ზუსტად ამ პერიოდიდან იწყება გოგაშვილის "კოკისპირული" ტემპით გამდიდრების ამბავი, რა თქმა უნდა, სრულიად "შემთხვევითი დამთხვევით". ცოტა ხანი ვიტრიალოთ კიდევ იმ ვერსიის ირგვლივ, რომ გოგაშვილმა ოკუპანტის სპეცსამსახურებთან, მათ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით შეღწევისას - მართლაც იმყოფებოდა და აწარმოებდა რაღაც კონსპირაციულ მოლაპარაკებებს. სად არის ამ "ოპერაციის" ამსახველი პატაკი თავისი აღწერილობითი ნაწილით და "ოპერაციაში" მონაწილე პირების ჩამონათვალით? სადაა ამ პატაკზე მინისტრის რეზოლუცია? სად არის ოპერატიული დოკუმენტი, შედგენილი ამ "ოპერაციის" დასრულებისთანავე? არ არსებობს? გავაგრძელოთ. გავანებოთ თავი გოგაშვილის მძღოლის ჩვენებებს - ის ჩვეულებრივი დაინტერესებული პირი და "შავნოდარას" სცენარით მოქმედი ერთ-ერთი როლის შემსრულებელია. მე მაინტერესებს სიუჟეტში ჩამოთვლილი იმ კიდევ ორი ადამიანის პოზიციის მოსმენა - რათა უკეთ გავერკვიო, რასთან გვაქვს საქმე. ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულთან, თუ ერთი კონკრეტული პირის შიზოფრენიასთან. დეზინფორმაციის დანარჩენი 90%, უხვად მოიცავს ინტერნეტით მოპოვებულ რაღაც რუსულ სახელებს და გვარებს, საიდანაც ჟურნალისტი გვანახებს ვიღაც "სერგეი ბესედას" ფოტოს, მაგრამ ჯიუტად და არაერთგზის ასაღებს მას "ალექსეი ბესედად". ასევე და რა თქმა უნდა არაერთხელ არის გაჟღერებული ბიძინა ივანიშვილისა და ვახტანგ გომელაურის სახელებიც, ოღონდ უკვე "შავნოდარას" სცენარის კონტექსტში, რომელიც მხოლოდ ავტორის ფანტაზიასა და აღქმებზე არის დაფუძნებული, ყოველგვარი ფაქტობრივი და დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე. მოკლედ, გოგაშვილის ეპისტოლარულ, აუდიო და ვიდეო ფორმატში საციხო ნაწარმოებზე უკვე ერთი ცალკე აღებული ავტორი კი არა, მთელი შემოქმედებითი კოლექტივი მუშაობს. ზუსტად იგივე კოლექტივი, რომელსაც პირადად ჩემთან მიმართებაში თავის დროზე შეთხზული 100%-იანი დეზინფორმაცია ზუსტად რომ დღევანდელი სიუჟეტის სტილში იყო შესრულებული,” - წერს დავით ქართველიშვილი.