12-09-2022
მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებამ 351.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებით, დაბალი ნიშნულია. მიუხედავად ამისა, თიბისი კაპიტალის შეფასება საინვესტიციო აქტივობის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით უცვლელია, რასაც მეორე კვარტლის საინვესტიციო იმპორტის მონაცემებიც ადასტურებს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ლარი გამყარების მიმართულებისკენ შებრუნდა. ძლიერი ლარი, სასაქონლო ფასების კლებასა და წლის დასაწყისთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებასთან ერთად, კვლავ მონეტარული პოლიტიკის შერბილების არგუმენტია. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ წლის ბოლოსათვის. შესაბამისად, ოთხშაბათს, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამორიცხვის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ შემცირების წინაპირობები წონადია, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი განაკვეთის უცვლელად დატოვებაა.
გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.