გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო

12-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კინოსა და თეატრის მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც მიხეილ გომიაშვილს უხვად ჰქონდა.
 
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინოსა და თეატრის უნიჭიერესი მსახიობის მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო.


მაყურებლის სიყვარული და აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, რაც ასე უხვად ჰქონდა ამ შესანიშნავ ხელოვანს.


ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს ასეთ მძიმე დანაკარგს",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.