გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვახო სანაია კვარაცხელიაზე: მე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი

12-09-2022

ვახო სანაიამ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე აზრის შეცვლას არ აპირებს.

 

მისი თქმით, სამოქალაქო პოზიციასა და მოედანზე რაც ხდება მათ შორის, დიდი ზღვaრია.


„მთავარ არხზე გამოვიდა, რამდენიმე ჟურნალისტი ადრე არ ვიცი, როდის იყო თვეების წინ, მე მგონი და რაღაც კრიტიკა თქვა, ფეხბურთელის მიმართ, მონიშნეს თაგებში, „ტვ პირველზე“ დადეს რაღაცა ქარდი, ეგეც ხელზე დაიხვიეს, კაი, ჩემი ამბავი გასაგებია. პელე, რომელიც ყველა ამბობს, რომ გენიალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მასთან ქონდათ პრეტენზია, სხვათა შორის თავისთავთან ქონდა შემდეგ პრეტენზია მომავალში, რომ ე.ი. იმ დიქტატორულ რეჟიმში მის გამოყენებას ასე ცდილობდა, დიქტატორული რეჟიმი. სამოქალაქო პოზიციასა და მოედანზე რაც ხდება მათ შორის, დიდი ზღვარია. მას გააქვს შესანიშნავი გოლები, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს ლაპარაკი, მის სამოქალაქო პოზიციაზე. ვიღაცა არ მეთანხმება, ვიღაც კი არა, ბევრი არ მეთანხმება, ვისაც უხარია, უნდა დაპოსტოს კიდეც, უნდა იყვიროს კიდეც. მე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი" - განაცხადა სანაიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.