19-06-2018
თელავში, ზუზუმბოს უბნის ტერიტორიაზე, არქეოლოგებმა დაზვერვითი სამუშაოებისას ადრე რკინის ხანის ბრინჯაოს სამაჯური, ძველი წელთაღრიცხვის XVI- XIV კერემიკული მასალა და ქრისტეს შობამდე X -VIII რკინის შუბის პირი აღმოაჩინეს.
ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა თუშაბრამიშვილის ინფორმაციით, აღმოჩენილი ნივთები ადასტურებს, რომ ზუზუმბოს ტერიტორია ამავე პერიოდში ინტენსიურად იყო დასახლებული და განვითარებული.
,,თელავში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები ზუზუმბოს გარდა, დაბახნების, მაწანწრისა და ყადორის გორაზე არქეოლოგიურ დაზვერვით სამუშოებსაც გულისხმობს", - განაცხადა თუშაბრამიშვილმა.
მისივე თქმით, ამჟამად სავარაუდო სამარხის საპრეპარაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რამდენიმე დღეში კი თელავის ძველ უბნებში დაზვერვითი სამუშაოები კიდევ სამ ადგილას დაიწყება.