გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის საჭიდაო დარბაზმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა

12-09-2022

მიმდინარე წლის 10 და 11 სექტემბერს ქალაქ კასპის საჭიდაო დარბაზმა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრს უმასპინძლა.


შეჯიბრი  2004-2005 წელს დაბადებულთა შორის ჩატარდა, რომელშიც სპორტსმენები საქართველოს 26 მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ. შეჯიბრზე 10 გამარჯვებული მოჭიდავე გამოვლინდა, მათგან ერთ-ერთი კასპელი გიორგი ხიზამბარელია.


გამარჯვებულები 8 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისში გამართულ ქართული ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატში.


გამარჯვებულებს მედლები და სიგელები ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა და ტიტულოვანმა მოჭიდავეებმა გადასცეს.


შეჯიბრს საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ესწრებოდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერიასა და სპორტის მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზებული ჩატარებისთვის.