გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

12-09-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს თანაგრძნობა გამოუცხადა. 


"საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ქედს ვიხრით მისი უდიდებულესობის ელისაბედ II-ის უდიდესი წვლილის წინაშე, რომელიც მას თანამეგობრობისა და მთელი მსოფლიოს წინაშე მიუძღვის. მან შექმნა ეპოქა და მემკვიდრეობა იმ დიდებული მაგალითების დატოვებით, რაც ერისა და ქვეყნის სამსახურში ყოფნას განასახიერებს. ეს არის ჰუმანიზმის უმაღლესი იდეალებით მსახურება!"- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.