გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თუშეთის ორ სოფელსა და 8 ნასოფლარს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

19-06-2018

თუშეთის სოფლებს ფარსმას და კვავლოს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ასევე მიენიჭა თუშეთში მდებარე ნასოფლარებს: აგეურთას, გირევს, დაქიურთას, ძველ დიკლოს, ინდურთას, წაროს, ჭონთიოსა და ჰეღოს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ სოფლებისა და ნასოფლარებისთვის ძეგლის მინიჭების მიზანი ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვაა. 

მათი ცნობით, ეს სოფლები და ნასოფლარი ადგილები გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლებია.

imedinews.ge