გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პიტერ ფიშერი: საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა

13-09-2022

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პიტერ ფიშერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


ელჩის თქმით, საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს, რასაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში  და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა.


"მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაცნობითი ხასიათის შეხვედრისთვის.


განვიხილეთ ჩვენი დროის გეოპოლიტიკური გამოწვევები და ის პოლიტიკური და ეკონომიკური  რეაგირება, რაც ევრო-ატლანტიკურმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს მათზე საპასუხოდ.


საქართველოსა და გერმანიის მეგობრობა ახალ პროექტებს მოიტანს ამ  რეაგირების შედეგად.


ყოველივე ამას დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში  და ფედერალურ კანცლერთან შეხვედრა",-წერს პიტერ ფიშერი.