გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“- თსუ-შისაერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

13-09-2022

ლანდშაფტურ მეცნიერებას და ლანდშაფტურ დაგეგმარებას, კარტოგრაფიას და გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებს (GIS), გარემოს მართვას განიხილავს 12 ქვეყნის 100-ზე მეტი მკვლევარი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

საერთაშორისო კონფერენცია -„მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტო/გის, დაგეგმარება, მართვა“,გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ექსპერიმენტატორისა და მოგზაურის, პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებიან.

 

„ქართული გეოგრაფიული და კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარებასა და ნოვაციური იდეების დანერგვაში ნიკო ბერუჩაშვილის უდიდესი წვლილის დაფასებაა კონფერენცია, რომელიც თსუ-ში მიმდინარეობს. კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები ამ სფეროში თანამედროვე კვლევებს განიხილავენ და ერთმანეთს უახლეს ინფორმაციას უზიარებენ. ასეთი ღონისძიება ხელს უწყობს თსუ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირების გაღრმავებას,“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

 

ბრნოს (ჩეხეთი) უნივერსიტეტის პროფესორის, კარტოგრაფიის საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის მილან კონეჩნის თქმით, ნიკო ბერუჩაშვილი დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კარტოგრაფად. „ბერუჩაშვილის სამეცნიერო ინიციატივები მნიშვნელოვანია და მოიცავს ლანდშაფტის უსაფრთხოების საკითხებს. კონფერენციაზე ეს თემები განიხილება გეოგრაფების, კარტოგრაფების აქტიური მონაწილეობით,“-აღნიშნა მილან კონეჩნიმ.

 

კონფერენციის ფარგლებში, თსუ მუზეუმში გაიხსნა ნიკო ბრუჩაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალის გამოფენა და ვიდეომასალის ჩვენება.

 

თსუ პროფესორის თენგიზ გორდეზიანის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოცხადდა, რომ საგურამო-იალნოს ქედის ერთ-ერთ მწვერვალს, რომლის სიმაღლე 1824 მეტრია, ნიკო ბერუჩაშვილის სახელი მიენიჭა.

 

თსუ კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის კათედრის გამგის ნიკო ბერჩაშვილის ინიციატივით, თუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ევრაზიის სხვადასხვა მთიან სისტემაში აწარმოებდა კვლევებს. ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ნიკო ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“  კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. მის სახელს უკავშირდება ახალი მიმართულების - ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების სივრცე - დროითი ანალიზისა და სინთეზის კონცეფციის შემუშავება ლანდშაფტმცოდნეობაში. ნიკო ბერუჩაშვილი კითხულობდა ლექციებს სანქტ-პეტერბურგის, ტულუზის, სორბონის და სხვა უნივერსიტეტებში.