გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა 36,6%-ით იმატა

13-09-2022

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 571.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (36.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 8 364.7 მლნ. აშშ დოლარი (36.5 პროცენტით მეტი).


საქსტატის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 4 793.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.