13-09-2022
რასაკვირველია, სააკაშვილის ვასალი NGO-ები ამას რაღაც ფორმით გააპროტესტებენ. ხმების პარალელურ დათვლას (PVT) აწი როგორ გააყალბებენ სამარცხვინო სუბიექტები? - ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას - საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება.
„მმართველი პარტიის ინიციატივით, საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება. ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას და სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, სააკაშვილის ვასალი NGO-ები ამას რაღაც ფორმით გააპროტესტებენ. ხმების პარალელურ დათვლას (PVT) აწი როგორ გააყალბებენ სამარცხვინო სუბიექტები? ხელისუფლება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას ასრულებს, მაგრამ სულ ვამბობ - პირველი პუნქტი დეპოლარიზაციაზე შეუსრულებადია მანიაკი სააკაშვილის ჯიბის პარტიების გამო. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.