13-09-2022
დღეს რეკონსტრუქციისსაკრედიტო ბანკსა (KfW) და ფინანსთა სამინისტროს შორის,ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს პროექტისთვის „მდგრადი ურბანული მობილობა“.
შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა. ხელმოწერის ცერემონიას დაესწროგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი.
შეთანხმებებით გათვალისწინებულია რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ, 47 მილიონი ევროს ოდენობის შეღავათიანი სესხის, ასევე, 1.5 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფა.
პროექტიითვალისწინებს ურბანული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას, კერძოდ, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემისა და თბილისის სატრანზიტო დერეფნების მოწყობას.
თბილისში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარება გაზრდის გზებზე უსაფრთხოებას, ამასთან, ხელს შეუწყობს ქალაქში საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროექტის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია/სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
შესაბამისად, განსაკუთრებულ შეთანხმებას რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს შორის, ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.