გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დამალული ინფორმაცია საზოგადოებისთვის. ვინ დამალა საჯარო ინფორმაცია საკრებულოს წევრის შესახებ ?

19-06-2018

kutaisitoday.com-ის ტექნიკური ჯგუფი სახელმწიფო სამსახურების მუშაობას მათ ვებ -გვერდებზე განთავსებული ოფიციალური ინფორმაციებით სწავლობს. რამდენად გამართულად მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები და საიტები, რომლის შესანახად ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხებს ვიხდით.

შესწავლილ იქნა http://kutaisi.gov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციები საკრებულოს წევრების შესახებ, სადაც მათი ბიოგრაფიები და სამუშაო გამოცდილებებია მითითებული. ირკვევა, რომ საკრებულოს წევრის ბესო ბრეგაძის შესახებ ინფორმაცია საიტზე საერთოდ არ არის განთავსებული.

შეგახსენებთ: ბესო ბრეგაძე ქუთაისის საკრებულოს წევრი და ამავე დროს პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია

 kutaisitoday