გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: "ქართულმა ოცნებამ" აქაც დაასწრო ოპონენტების მოსალოდნელ კრიტიკას თავის "უმოქმედობასა" და "ქმედუუნარიანობაზე" და თანამედროვე დასავლური მაღალტექნოლოგიური ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდა

13-09-2022

,,არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც არჩევნების აღნიშნული ფორმატი ფარავს საარჩევნო უბნების მხოლოდ ორ მესამედს, არის ქვეყნები სადაც აღნიშნულ სისტემას გამოიყენებენ მხოლოდ ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის. ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლებას ეს ვალდებულება - დახვეწონ საარჩევნო რეფორმა - ჩადებული ჰქონდა იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციებში,’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ,,ქართული ოცნების’’ ინიციატივას.

 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა დანერგოს ეს სისტემა და გაითვალისწინოს პარტნიორების გამოცდილება.

 

,,აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, შვეიცარია, ესტონეთი და ა.შ. - ესენი წარმოადგენენ იმ ქვეყნების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც არჩევნების დროს იყენებენ ხმის მიცემის ელექტრონულ ინტერნეტ-ფორმატს. მთელ რიგ ქვეყნებში (ფინეთი, შვედეთი, პორტუგალია და ა.შ.) ელექტრონული სისტემა საპილოტო რეჟიმში უკვე იქნა გამოყენებული წინა წლებში, თუმცა ამ სისტემაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების შემდგომი დახვეწის მიზნით - დროებით დაუბრუნდნენ აქამდე უფრო აპრობირებულ ვარიანტებს. არის მთელი რიგი ქვეყნებისა, სადაც არჩევნების აღნიშნული ფორმატი ფარავს საარჩევნო უბნების მხოლოდ ორ მესამედს, არის ქვეყნები სადაც აღნიშნულ სისტემას გამოიყენებენ მხოლოდ ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლისთვის.

 

ასეა თუ ისე, საქართველოს ხელისუფლებას ეს ვალდებულება - დახვეწონ საარჩევნო რეფორმა - ჩადებული ჰქონდა იმ 12-პუნქტიან რეკომენდაციებში. აღნიშნული სისტემის საპილოტო ექსპერიმენტი ჩვენთან უკვე ჩატარდა, როგორც ბოლო ადგილობრივი არჩევნების ზოგიერთ უბანზე, ასევე შემდგომშიც - შუალედურ არჩევნებში. ეს სისტემა, რა თქმა უნდა, არის თანამედროვეც და კრეატიულიც, ამავდროულად - აუცილებლად მოიცავს თავის თავში აქამდე უკვე გამოვლენილ ხარვეზებს მსოფლიოს ჩვენზე უფრო წამყვან ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა დავნერგოთ ეს სისტემა ჩვენთან (საწყის ეტაპზე - დავფაროთ საარჩევნო უბნების 70%) და გავითვალისწინოთ ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, გამოვლენილი ხარვეზების არდაშვების კუთხით. ასეა თუ ისე, "ქართულმა ოცნებამ" აქაც დაასწრო ოპონენტების მოსალოდნელ კრიტიკას თავის "უმოქმედობასა" და "არაქმედუნარიანობაში" და თანამედროვე დასავლური მაღალტექნოლოგიური ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდა. (კოტე მახარაძის ხმით): "წარმომიდგენია, რა ხდება დღეს ქართული ოპოზიციის რიგებში! წარმომიდგენია, როგორ ხარობენ დღეს მათი მედიარუპორები!" - წერს ქართველიშვილი.